სტრატეგია „აღმაშენებელის“ წევრი დედაქალაქის მერიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, მათ აქტივისტებზე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობა განხორციელდა. მისივე მტკიცებით, მერია კახა კალაძის დავალებით წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს უშლის და მათი პარტიის წარმომადგენლებს ჯარიმებს უწერს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და ბრალდებებს „არასერიოზული“ უწოდა