„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის, აიბღის ანექსიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თეონა აქუბარდიას თქმით, ამ ფაქტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისგან“ შეიტყვეს. „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ უკანონო ქმედება მაისში მოხდა, ხელისუფლება კი დუმს და რეაგირებას არ ახდენს.