„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში კორუფციის ნიშნებს ხედავს. ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ პანდემიის პირობებში დახმარება მხოლოდ მმართველ გუნდთან დაახლოებულმა კომპანიებმა მიიღეს და მცირე და საშუალო ბიზნესის დიდ ნაწილს შეღავათები ამ დრომდე არ შეხებია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, მათ მიერ გასაჯაროვებული ფაქტების საფუძველზე პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.