მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება – ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურას მხარს უჭერს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებს და გაწეული სამუშაოსთვის ლევან ხაბეიშვილს მადლობას უხდის, თინა ბოკუჩავას კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას ულოცავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის წევრები დარწმუნებულები არიან ბოკუჩავას გამოცდილებაში და უნარებში, რომლებიც, მათივე თქმით, ოპოზიციურ ერთობას ახალ იმპულსს მისცემს.
ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს