რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების არა ერთი ფუნდამენტური უფლება დაარღვია, – ამბობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რომ ზიანის დასადგენად ქვეყანას ერთ წლიანი ვადა აქვს. მასალები სტრასბურგში გაიგზავნება, რომლის საფუძველზეც სასამართლო კომპენსაციას განსაზღვრავს.