სტრასბურგის სასამართლოდან წერილი ქვეყანამ 19 ნოემბერის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებაში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია. სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილით, ძალაში დარჩა მოწოდება, სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასევე უზრუნველყოფილიო მისი მკურნალობა 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით. აღნიშნული წერილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ, 22 ნოემბერს გაასაჯაროვა.