პოლიტიკური შეფასებების თემაა მიხეილ სააკაშვილის საქმე. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის უთხრა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და აღნიშნული გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება. სააკაშვილის გარემოცვა სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პასუხი მკაფიოა და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს მკაცრად იცავს.