სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასებები თბილისში

კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი ეთქვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და ამ გადაწყვეტილებით არაფერი იცვლება. სააკაშვილის გარემოცვა სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სასამართლოს პასუხი მკაფიოა და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ზედმიწევნით იცავს.