სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი კიდევ ერთი გახმაურებული საქმის განხილვა დაასრულა.
წინა ხელისუფლების დროს დაკავებული სამხედრო ექსპერტის საქმეზე ევროპული კონვენციის მუხლის დარღვევა დადგინა. საუბარია ვახტანგ მაისაიაზე, რომელიც 2009 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მოსარჩელე პატიმრობის პერიოდში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ასაჩივრებდა და თავს წამების მსხვერპლად აცხადებდა. საჩივარში მაისაია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი საქმის მიმართ არასათანადო რეაგირებაზეც მიუთითებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წამების აკრძალვის მუხლის დარღვევასთან ერთად ჩაიწერა ისიც, რომ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე გამოძიება არაეფექტურად წარიმართა. სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარს სხვა მტკიცებულებებთან თან ერთვოდა ყოფილი პატიმრის ჩვენებაც, რომელსაც მაისაიას მტკიცებით, მისი ლიკვიდაცია დაავალეს.