სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

როგორ განვითარდება მოვლენები „რუსთავი 2“-ში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა გეგმები აქვს ქიბარ ხალვაშს და როდის უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. პაატა სალიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. სწორედ სალია დაასახელა ხალვაშმა კომპანიის ხელმძღვანელად. ქიბარ ხალვაშის განცხადების მიხედვით, ის უზრუნველყოფს არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობას და ჟურნალისტების საქმიანობის დაცვას. არხის მფლობელის განცხადებით, მხოლოდ ერთი პირი, ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს „რუსთავი 2“-ში მუშაობას.

როგორ განვითარდება მოვლენები და როგორია გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.