ორი ათასიდან 15 ათას ევრომდე – ესაა ის თანხა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური სარჩელების ავტორებს გადაეცემათ.
საუბარია 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველებზე. ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კომპენსაციების დაწესების საკითხი დღეს განიხილეს. აქვე შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმდინარე წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა, საქართველოს 1500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
რა მექანიზმით უნდა მოხდეს კომპენსაციების გადახდა, – დეტალებს გურამ როგავა გაგვაცნობს.