რუსეთმა საქართველოს კომპენსაციის სახით 130 მილიონ ევრომდე უნდა გადაუხადოს. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქმე ეხება 2008 წლის ომს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენის მიხედვით, ამ თანხის გადახდა სამი თვის ვადაში უნდა მოხდეს. დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, ასევე დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას.