ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცხინვალიდან გაგზავნილი სამი სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა.
საქართველოს წინააღმდეგ მომზადებული სარჩელებიდან ორი მთლიანად, ერთი კი ნაწილობრივ დაუშვებლად სცნეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამი მოქალაქე 2008 წლის ომის დროს საქართველოს ევროკონვენციის შვიდი მუხლის დარღვევაში სდებდა ბრალს და თავს დაზარალებულად აცხადებდა. 10 წლისთავზე მოსარჩელეებმა სარჩელების განხილვაზე სტრასბურგიდან უარი მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საჩივრები დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარასებობის გამო დაუსაბუთებლად ჩათვალა.
რვა მოსამართლის განჩინება პრეცედენტული და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოფიციალური თბილისისთვის.