სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო პატიმრების ცემა კვირაში რამდენჯერმე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადასტურა ოჩიგავას წამება და არასათანადო მოპყრობა. გადაწყვეტილებაში ასევე წერია, რომ მსგავსი ქმედებები „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.
აღნიშნულს ეხმაურება იუსტიციის სამინისტრო. ბელა ზაქაიძე თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.