სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი და კომპლექსური მტკიცებულებები შეისწავლეს.
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარდგა“, – წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. გადაწყვეტილება კი იანვრის ბოლოს გამოცხადდება.