უარი სტრასბურგიდან – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
საუბარია ნოემბერში გაგზავნილ საჩივარზე, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე მის მიმართ ციხეში არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ასაჩივრებდა. იგულისხმება რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდი.
სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა.
შალვა სუმბაძემ მოისმინა იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადება.