სტრასბურგის გადაწყვეტილება - შეფასებები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ დეპუტატები.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ევროპულმა სასამართლომ“ საქართველოს სასამართლოების დამოუკიდებლობა დაადასტურა.

ოპოზიციის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ დავა უნდა გაგრძელდეს.