რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას რუსეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ უკან დაიხევს, მაგრამ ახლა უფრო მეტი ჯარი გადაჰყავს უკრაინის საზღვრისკენ. ასევე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩასატარებლად მზადყოფნა გამოთქვა.