სტოლტენბერგი ნატო-რუსეთის საბჭოს მოიწვევს

ნატო-რუსეთის საბჭოს მოწვევას გეგმავს იენს სტოლტენბერგი 12 იანვარს. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ნატო-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. „შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთთან კონტაქტზე ვართ“ – განუცხადა ალიანსის ოფიციალურმა პირმა თურქულ მედიას. ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა ორ წელზე მეტია არ გამართულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 12 იანვარს, ნატო-ს გენშტაბების შეხვედრაც გაიმართება. რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, რის გამოც, რუსეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად არის დაძაბული. ბრიუსელი მოსკოვს აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.