პროტესტი ესპანეთში და დაპირისპირება ვალენსიის ქუჩებში. ათობით ათასი ადამიანი გამანადგურებელ სტიქიაზე არასათანადო რეაგირებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. დემონსტრანტები რეგიონის ხელმძღვანელს განგაშის დაგვიანებით გამოცხადებაში სდებენ ბრალს. ისმის კითხვა – რამდენად შესაძლებელი იყო კატასტროფული შედეგების შემსუბუქება? ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ წყალდიდობის ასეთი მასშტაბის პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
ქეთი ჩოხელი დეტალებით #მოამბე