უკვე 23 დღეა შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე მაშველები ორ არასრულწლოვანს ეძებენ. სტიქიის ზონაში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, მათგან იდენტიფიცირებულია 28. 60 კილომეტრამდეა გაფართოებული ძებნის არეალი, მაშველები მდინარეების კალაპოტებში მუშაობენ, ასევე ხდება ეპიცენტრისა და უკვე შემოწმებული არეალების გადამოწმება. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა.
თათია ტაბეშაძე მუშაობს სტიქიის ზონაში და ახლა ბოლო ინფორმაციით შემოგვიერთდება.