ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა.
წვიმის შედეგად ძირითადად ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა. ჩახერგილია გზები, გაჭედილია საკანალიზაციო არხები და დატბორილია 15-მდე საცხოვრებელი სახლი. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
წინასწარი ინფორმაციით, უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა.