უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში.
დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზები. ამ დროისთვის გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, მუშაობს მძიმე ტექნიკა. ვითარებას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე. გუბერნატორის განცხადებით, დღის ბოლომდე ყველა გზა გაწმენდილი იქნება.