მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილია ქუჩები და სოფლები. მარნეულში მდინარემ ბაზრის ტერიტორია დააზიანა. დილიდან ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური სამსახური. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
რუსუდან ლოლაძე დეტალებით.