სტიქია ხარაგაულში

სტიქიას ებრძვიან ხარაგაულში. მოლითის, ვახანის, ლეღვნისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ კინოთეატრის მოსაზღვრე ჯებირი და შენობის მიშენების ნაწილი ჩაანგრია.

დაიტბორა შიდა გზები და სახნავ-სათესი მიწები. სტიქიის ზონაში ამ წუთებში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.