სტიქია გურჯაანში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. უამინდობამ სოფელ კალაურში ორ სახლს სახურავი გადახადა. შაშიანში კი, სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავები ნაწილობრივ დააზიანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გვიან ღამით მომხდარი სტიქიის ადგილზე, უკვე იმყოფებოდნენ გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შემდეგაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.