სტიქია დასავლეთ საქართველოში

გადაუღებელი წვიმა, ქარბორბალა, შტორმი – აჭარა, გურია და სამეგრელო სტიქიამ დააზარალა.

ზარალი მასშტაბურია. ლანჩხუთის რაიონიდან რამდენიმე ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. სოფელ ჩოჩათში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. 300-მდე ოჯახია დაზარალებული ფოთში. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა გზები. დიდთოვლობის გამო მაღალმთიან რეგიონებში საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო შეზღუდვები დაწესდა.