სტიქია ახმეტასა და თელავში

დატბორილი სახლები, დაზიანებული საკარმიდამო ნაკვეთები და დასეტყვილი ვენახები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. ადიდებულია მდინარე ალაზანი.

პანკისის ხეობაში, უხვმა ნალექმა არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა. სოფელ დუისსა და ჯოყოლოში განადგურდა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია ხიდები.