აჭარაში სტიქიას ტრაგედია მოჰყვა. დაიღუპა ორი მოქალაქე.
ხულოში ზვავმა 60 წლამდე ქალი იმსხვერპლა. ქედაში კი მეწყერის შედეგად შუახნის მამაკაცია დაღუპული. უხვი ნალექის გამო რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა ზვავები და განვითარდა მეწყრული პროცესები. დაზიანებულია საავტომობილო გზები და სხვა ინფრასტრუქტურა.