სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის

განათლების სამინისტრომ, წარმატებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, კომპანია „გალფთან“ მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, 100 წარმატებულ სტუდენტს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიანი სტიპენდია დაენიშნება.

სტიპენდია გაიცემა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებზე. ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, განათლების სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.