სტარტაპ კონკურსი

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით, სტარტაპ კონკურსის ჩატარება იგეგემება, რომელიც მსოფლიოს 164 ქვეყანას მოიცავს.

კონკურსის მიზანი, ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა და ახალ ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩინებაა.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ ტურიზმის სექტორში წამყვან კომპანიებთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება.