„Starlink-ის ინტერნეტის საქართველოში შემოსვლას „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარე ეხმაურება. უჩა სეთურის განცხადებით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში მოგზაურობის მოყვარულებისთვის, რადგან მომხმარებელი მხოლოდ ერთი მოწყობილობით მიიღებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს. მისივე განმარტებით, Starlink ის შედარება ბაზარზე არსებულ ოპტიკურ ტექნოლოგიებთან არ შეიძლება, რადგან ის უნივერსალური მოწყობილობაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი თანამგზავრიდან იღებს კავშირს.