„სტარლინკი“ საქართველოშია

ილონ მასკის მიერ შექმნილი „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტი დღეიდან საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნება.

ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სწრაფი ინტერნეტით შეუფერხებლად სარგებლობის საშუალება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებშიც ექნებათ. თანამგზავრული, მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტ-სერვისების მიღება მხოლოდ დენის წყაროს და მიმღები მოწყობილობით იქნება შესაძლებელი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მასკის პროექტმა ავტორიზაცია წელიწადნახევრის წინ მიიღო. „სტარლინკის“ ინტერნეტი დედამიწის ორბიტაზე ათასობით თანამგზავრის გაშვებას და ნებისმიერ წერტილში თანამგზავრულ მიმღებებთან დაკავშირებას გულისხმობს.