ილონ მასკის პროექტმა საქართველომდეც მოაღწია.
მაღალსიჩქარიანი და იაფი ინტერნეტის ბარიერების გარეშე მიწოდება – ასეთია ცნობილი ბიზნესმენის პროექტ „სტარლინკის“ მთავარი მიზანი, რისთვისაც მსხვილი ინფრასტრუქტურის ნაცვლად მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მოწყობილობაც საკმარისი იქნება. მასკის კომპანიის მიერ შექმნილი პროექტი დედამიწის ორბიტაზე ათასობით თანამგზავრის გაშვებას და ნებისმიერ წერტილში თანამგზავრულ მიმღებებთან დაკავშირებას გულისხმობს. არაერთ ქვეყანაში მომხმარებელთა ნაკადის სულ უფრო ზრდის ფონზე სატელიტური ინტერნეტ-სერვისის დანერგვა საქართველოშიც იწყება.
შალვა სუმბაძე არკვევდა, როგორ აისახება ცნობილი კომპანიის შემოსვლა ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე.