თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართულ აქციაზე 217 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლში, სადაც ყოველწლიურად შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემონსტრაცია იმართება, 42 000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეები მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებდნენ.