სტაჟიორთა კონკურსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252-ია. სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს.

ხანგრძლივობა კი კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად.