10 მილიონის დახარჯვის მიუხედავად, ზუგდიდს სტადიონი ისევ არ აქვს.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულებიდან უკვე ერთი წელი და სამი თვე გავიდა, თუმცა სპორტული ობიექტის ტრიბუნებს სახურავი ამ დრომდე არ გააჩნია, რის გამოც შიდა პერიმეტრზე წყალი ჟონავს და სტადიონზე მატჩები ვერ ტარდება, მეტიც, უამინდობის დროს ახლადდაგებული ბალახის საფარი და ძვირადღირებული კონსტრუქციებიც ნადგურდება. მშენებელი კომპანია სანახევროდ შესრულებულ სამუშაოებს იმ გარემოებით ხსნის, რომ სატენდერო პროექტში ობიექტის გადახურვა მითითებული არ ყოფილა.
„მოამბე“ დაინტერესდა, ვის ეკისრება შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა.