სროლა მარნეულში.
ერთ-ერთ ჩაიხანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ცეცხლი მათ დაუდგენელმა პირმა გაუხსნა. ორივე პირს ჭრილობები ქვედა კიდურებში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილი უკვე შეისწავლეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.