2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ფარგლებში საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებთან ერთად სპორტული ჩვენებები გამართა. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა საჩვენებელი გამოსვლა მოაწყვეს. ღონისძიება ყველასთვის ღია იყო. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.