ბეტონი ყინულის ნაცვლათ.
უკვე სამი თვეა 400-მდე ბავშვი ქუთაისში ყინულის მოედანზე ყინულს ელოდება. პრობლემის მიუხედავად მოციგურავეები და ჰოკეისტები ვარჯიშს აგრძელებენ და არ კარგავენ იმედს, რომ ყინულის საფარისთვის აუცილებელი დანადგარი შეკეთდება.
„მოამბის“ ჯგუფმა დღეს მოციგურავეების ვარჯიშის გადაღება შეძლო, ჰოკეისტების გადაღების საშუალება კი არ მოგვეცა.
ყინულის მოედანი ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაშია. ქალაქის მთავრობაში არ აქვთ დაზუსტებული პასუხი, როდის შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ.