ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტს ახალი სპორტკომპლექსი მიმდინარე წლის ბოლომდე ექნება. ზუგდიდის სპორტული კომპლექსის სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და საკონფერენციო სივრცე.