სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამთავრობო სტრუქტურული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრეს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმ სამთავრობო სტრუქტურული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის უწყებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეუერთდა.
სპორტულ ფედერაციებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო სამინისტროსა და სპორტულ ფედერაციებს შორის, ასევე სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის სამომავლო ურთიერთობებს.