საცხენოსნო კლუბების საჭიროებების აღწერა დაიწყო ქვეყნის მასშტაბით.
კულტურისა და სპორტის მინისტრი ზუგდიდში, მამა იაკობის მიერ დაფუძნებული საცხენოსნო კლუბ „ხარებაში“ იმყოფებოდა. გაეცნო კლუბის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მანეჟის მოწყობას, რათა სპორტსმენებსა და ცხენებს ნებისმიერ სეზონზე ჰქონდეთ სრულფასოვნად ვარჯიშის შესაძლებლობა. გამოითქვა სურვილი, შეიქმნას რეგიონული მასშტაბის საცხენოსნო სკოლა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამეგრელოში ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში