ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ორგანიზაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში საჩვენებელი ვარჯიშები და ტურნირები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ღონისძიების მიზანი ბავშვთა საერთაშორისო დღის ფიზიკური აქტივობებით აღნიშვნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.