სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული ყოველწლიური ფოტო კატალოგის, „სპორტ-ფოტოს“ პრეზენტაცია გაიმართა ოლიმპიურ კომიტეტში. ორგანიზატორი სპორტული ფოტოგრაფები, თამარ ჯიშკარიანი და ეკა ელოშვილი არიან, მხარდამჭერი კი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. „სპორტ-ფოტო“ 2014 წლიდან გამოიცემა და მასში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები აისახება. წლევანდელ კატალოგში წარმოდგენილი იყო 22 სპორტული ფოტოგრაფის ნამუშევარი.