ხალდეს აჯანყება – ერთი სვანური სოფლის ისტორია, რომლის მცხოვრებლებმაც მეფის რუსეთს მორჩილებაზე უარი უთხრეს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოჩენილი თავდადება „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე გაცოცხლდება. დმანისის თეატრალური დასი პრემიერისთვის აქტიურად ემზადება.
რეჟისორ გიორგი სიხარულიძის სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ თეატრში“ 30 ივლისს გაიმართება.