კრაკოვის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარადგინეს. ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, თოჯინური სპექტაკლი მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარადგინა. გამოფენა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურასა და ქართული ხელოვნების შედევრებს აცნობს, 18 აპრილს გაიხსნა და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ეწყობა.