სპექტაკლი „ფიროსმანი“

„მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ წარმოადგინა ახალი თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“. სპექტაკლი მოგვითხრობს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. თოჯინური წარმოდგენა კულტურის სამინისტროს კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში ახალი შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელება და ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება.