სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წარუდგენენ. სამართალდამცველებმა ის ნაქირავები ბინიდან აიყვანეს. მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძე კი ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანჟილეტი. მინდია გოგოჭურს, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვას ედავება.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, 6 დეკემბერს, გამთენიას ჩატარდა, რა დროსაც ორი პირი აიყვანეს. მინდია გოგოჭური გვიან ღამით მისმა ადვოკატმა მოინახულა.