ერთი თვის შემდეგ ცნობილი ხდება თბილისში ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციის დეტალები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმ ადამიანების ვინაობას ასახელებს, როელთა დაკავების ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ახმედ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი პირი წარმოშობით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ამავე ქვეყნის მოქალაქეა ტერორიზმში ბრალდებული ის პირიც, რომელიც სპეცეპერაციის დაწყებამდე აიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში საქართველოს ძალოვან უწყებას საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმარებოდნენ. სუსის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდა.
თამარ გოგესაშვილი არკვევდა, როგორ შემოაღწია დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქართველოში.